საზოგადოება და ბანკები იწყებს ეკონომიკური მედია სკოლის მსმენელთა მიღებას

06 ოქტომბერი 2017

საზოგადოება და ბანკები  ეკონომიკური მედია სკოლის მერვე ნაკადის მიღებას იწყებს!

ტრენინგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე ჩაატარებს. ეკონომიკურ მედია სკოლას მოწვეული სტუმრებიც ეყოლება.

ეკონომიკური მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. სასწავლო კურსი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და სარეკომენდაციო წერილი მედია საშუალების ხელმძღვანელისგან ელექტრონულ მისამართზე - mediaschool@sab.ge 2017 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. იმისთვის, რომ გახდეთ ეკონომიკური სკოლის მსმენელი, აუცილებელია, მუშაობდეთ რომელიმე მედია საშუალებაში.

„საზოგადოება და ბანკები“ პროექტს „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

წყარო

ნახვების რაოდენობა : 1215

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge