,,სიდა“ მიგრაციის თემაზე ტრენინგს გამართავს

07 მაისი 2018

8 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ ორგანიზებით, "სასტუმრო იოტაში" მიგრაციის თემაზე ტრენინგი გაიმართება.

ტრენინგს გაუძღვებიან ,,სიდას“, ლტოლვილთა და განსახლების,  საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების, და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ტრენინგის მიზანია მიგრაციის სფეროში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გაცნობა ადგილობრივი თვითმმართველობების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის და მათი ძალისხმევის გაერთიანება ამჟამინდელი, პოტენციური და დაბრუნებული მიგრანტების უფლებათა ეფექტური დაცვისა და გაძლიერებისთვის, ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების გზით.

ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:

  • მსოფლიოში/ ევროპაში მიდინარე მიგრაციული პროცესები;
  • რეგულირებული და არარეგულირებული მიგრაცია, თავშესაფრის მოთხოვნა;
  • შრომითი ექსპლუატაცია და ტრეფიკინგი;
  • მიგრანტების სამშობლოში დაბრუნება და საქართველოში მიგრაციის მართვა.

,,სიდა“ რეგიონებში რეგულარულად ატარებს ტრენინგებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მონაწილეებს საშუალება აქვთ მიიღონ უახლესი ცნობები მსოფლიოში/ევროპაში მიმდინარე მიგრაციული პროცესების შესახებ; გაეცნონ სახელმწიფო პოლიტიკას და გაიგონ თუ რა სიტუაციაა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ.

ტრენინგი იმართება პროექტისპარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის “ (G-PMR) ფარგლებში .

პროექტი ხორციელდებაღია საზოგადოების ფონდებისფინანსური მხარდაჭერით.

ნახვების რაოდენობა : 998

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge