ტრენინგ-სემინარი სოციალურ მეწარმეობის შესახებ

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი" ატარებს ტრენინგ-სემინარს სოციალურ მეწარმეობის შესახებ, აჭარის რეგიონში მცხოვრები ქალბატონებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან სოციალური მეწარმეობის საკითხებით.
ტრენინგ-სემინარში მონაწილეობა უფასოა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე არაუგვიანეს 25 იანვრისა.
ტრენინგი ჩატარდება 4-5 თებერვალს.
მისამართი: ბათუმი, ზ. გამსახურდიას ქ. № 6, სოციალური საწარმო "თავისუფალი სივრცე".
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით: 592 57 18 00.
წყარო: ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი" Young Scientists Union "Intellect"
კომენტარი