ტრენინგი დამწყები ჟურნალისტებისთვის - როგორ აღმოვაჩინოთ კორუფცია სახელმწიფო შესყიდვებში?

კვირას, 9 თებერვალს, 12:00-15:00 საათზე - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გიწვევთ დამწყებ ჟურნალისტებს [ბეჭდვითი, ონლაინ და სამაუწყებლო მედია] ტრენინგზე, რომლის მიზანია მონაწილეებისთვის ამომწურავი ინფორმაციის გადაცემა საქართველოს შესყიდვების ელექტრონული სისტემის საგამოძიებო მიზნით გამოყენების შესახებ. სამ საათიანი ტრეინინგი შემდეგ საკითხებს შეეხება:
- სახელმწიფო შესყიდვებში სხვადასხვა კორუფციული შემთხვევების აღმოჩენისა და გამოვლენის მეთოდები;
- პოტენციური კორუფციის შემთხვევები -შესყიდვების სისტემის კორუფციისადმი მიდრეკილი ნაწილები;
- შესყიდვების მონიტორინგისთვის საჭირო დამატებითი ელექტრონული რესურსები და მათი გამოყენება;
- შესყიდვების კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ნაწილები და კანონისთვის გვერდის ავლის საშუალებები.
ტრეინინგს გაუძღვებიან:
- გიორგი ლომთაძე – IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი
- სანდრო ქევხიშვილი – IDFI-ის მკვლევარი
დაინტერესების შემთხვევაში 2019 წლის 4 თებერვლამდე გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი: სახელი/გვარი, მედია საშუალება რომელსაც წარმოადგენთ და საკონტაქტო ინფორმაცია.
ღონისძიების დრო & ადგილი: 9 თებერვალი, 12:00-15:00 საათი, გრიბოედოვის ქ. # 3 (IDFI-ის ოფისი)
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 599 500 137
ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.
კომენტარი