ტრენინგი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის

17 ოქტომბერი 2017

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) აცხადებს შერჩევას ტრენინგი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თაობაზე - მონაწილეობის მისაღებად.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მასმედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საკუთარი შესაძლებლობების ზრდაში, რომ შეძლონ DCFTA-ის განხორციელების პროცესის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება და მონიტორინგი; ჟურნალისტებს - DCFTA-ის თემებზე მუშაობაში, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებას -გაიღრმავოს ცოდნა და უნარ-ჩვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით DCFTA-ის შესრულების მონიტორინგის, გავრცელების, მხარდაჭერისა და მონაწილეობის პროცესში ჩასართავად.

პროგრამას ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, USAID / ”მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.

· ჟურნალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფისთვის 5-დღიანი ტრენინგი გაიმართება ქ. თბილისში 2017 წლის 13-17 ნოემბერს;

· სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფისთვის ტრენინგი გაიმართება ქ. თბილისში 20-27 ნოემბერს;

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ტრენინგის პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

· თავისუფალი ვაჭრობა და ეკონომიკური ინტეგრაციული მოდელები

· ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და DCFTA ზოგადი მიმოხილვა

· DCFTA: სატარიფო შეზღუდვები - წესები და წარმოშობა

· ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში (TBT)

· სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები

· DCFTA: კონკურენცია

· DCFTA: მდგრადი განვითარება

· ინტელექტუალური საკუთრების უფლებები

· ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში

· მომსახურებით ვაჭრობა

· ელექტრონული კომერცია

· ბიზნესის დაფუძნება და ოპერირება

· სატრანსპორტო მომსახურება

· სახელმწიფო შესყიდვები

· DCFTA-ის შესრულების კოორდინირება

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ადგილობრივ ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნესკლიმატის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, მარეგულირებელი გარემოს და სხვა რელევანტურ საკითხებზე, ასევე თბილისში მომუშავე, DCFTA-ისთან დაკავშირებულ სფეროებში ჩართულ მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, პროფესიული და სხვა სახის გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს.

შერჩევის პროცესი: პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mbiniashvili@gfsis.org

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 6 ნოემბერი 2017, 18:00 სთ.

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს,

მერი ბინიაშვილს, ტელ: 599 170013

ნახვების რაოდენობა : 1208

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge