ტრენინგი მედიის წარმომადგენლებისთვის

"საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი" (GCSD) აცხადებს 2 დღიან ტრენინგს "ერთობლივი ძალისხმევა რადიკალიზაციასა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავებისას (P/CVE)" მედიის წარმომადგენლებისთვის. ტრენინგი ხორციელდება პროექტ "ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერის ინიციატივა საქართველოში" ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მოცემული რეგიონების საზოგადოებათა მედეგობის (resilience) გაზრდას, სოციალურ დიალოგს, კრიტიკული აზროვნებასა და ადგილობრივი ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობას.
პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა საქართველოში რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის (ყველა ფორმის) რისკების შემცირება. პროექტი მიზნად ისახავს მედიის წარმომადგელებისთვის შესაძლებლობების გაძლიერებას სპეციფიკურად შედგენილი ტრენინგების მეშვეობით, რომელიც შეეხება რადიკალური იდეებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციას სამიზნე რეგიონებში.
ტრენინგი მონაწილეებს მისცემს საჭირო ცოდნას და ინფორმაცია, როგორ უნდა მოახდინონ ტერორიზმთან და რადიკალიზაციასთან დაკავშირებული მგრძნობიარე საკითხების გაშუქება და ანალიზი.
მინიმალური მოთხოვნები ტრენინგის მონაწილეებისთვის:
** საქართველოში მოქმედი ტელევიზიის, ბეჭდური ან ონლაინ მედიის მოქმედი ჟურნალისტი
** უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის მიმართულებით ან მომიჯნავე სფეროებში
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** პროექტის თემატიკისადმი ინტერესი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დამატებითი ინფორმაცია: ტრენინგში მონაწილეობა უფასოა. ტრენინგის მონაწილეებს აუნაზღაურდებათ ტრანსპორტირების, სასტუმროს და კვების ხარჯები. ტრენინგი გაიმართება 30-31 მარტს, კახეთის რეგიონში.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი (ხაზი გაუსვით თქვენს კონკრეტულ, რელევანტურ გამოცდილებას) შემდეგ მისამართზე: gcsd.vacancy@gmail.com და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ტრენინგის დასახელება.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 25 თებერვალი. ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
"საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი" (GCSD) არის არასამეწარმეო, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზნებია: ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ხელშეწყობა, ეფექტიანი და დემოკრატიული მართვა და მდგრადი განვითარება. GCSD-ის საქმიანობა მოიცავს კვლევას, მონიტორინგს, ადვოკატირებასა და საგანმანათლებლო პროექტების გახორციელებას.
წყარო: http://jobs.ge/203139/
კომენტარი